letras.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

letra de ბუმ ბეფ სპინი - mush one

Loading...

[intro]
mush one
2013
ბუმ ბეფ სპინი

[verse 1: mush one]
ეპიცენტრი ბრონქსი, ნიუ იორკი, ამერიკა
და kool herc-მა დაიძახა მეორედ ევრიკა
როცა გამოთვალა ვინილების დინამიკა
მეტი მსურველი, ბევრად ნაკლები კრიტიკა
1 ჰიპ-ჰოპი – 4 ელემენტი
მიმდევრების ზღვა, მსმენელი უფრო მეტი
dj ქმნის ფონს, ბრეიქდანსი კი ეფექტს
გრაფიტი გრაფიკას, ემსინგი ინტერესს
ყველა ჰიპ-ჰოპი არტისტი რითმებს იმტერებს
რომ გაუმკლავდეს შთაგონებას ფიქრების კერებს
ვითარდება კულტურა მაიკრო ითვისებს ბგერებს
grandmaster-ის თემებს ან vanilla ice-ის რეპს
ევოლუცია მძვინარებს, წინ მიიწევს ვნებით
გასაკვირი keef cowboy-ის ტერმინებით
იზრდება დონე მოწოდების იმატებს კადრები
დაიწყო ახალი ერა, ყვავიან დეკადები

[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ, სნეირი, ბასი
90-იანების შვილი
მაღალი კლასი
[verse 2: mush one]
რაკი rakim-ს და krs-one-ს ვერ ავცდებით
ბაუნს, ბაუნს ხელები მაღლა ღრუბლებს ვეკიდებით
როცა დინამიკებს ანგრევს rza, inspectah deck
premier-ის საუნდი და sticky fingaz-ს ბექი და
ფეხზე ადექი ეს არის ძველი ფილოსოფია
big, das efx ჩემში ცოფია
მიხარია ხალხის მასა აცდა გამოფიტვას
როცა big-ი pun-ს და l-ს ნიშნავდა – და არა ბრიტვას
gang starr-ის სემპლები ისევ რჩება ძალაში
bass, kick და snare, რითმებით თამაში
სანამ პულივიზატორი გვძირავს ფერთა გამაში
გახსნილია გზა ყველა მხრით როგორც ლა მანში
ბაზარი არ არის ბზარი არის ორ მხარეს შორის:
east და west არის მომსწრე რამოდენიმე სროლის
big poppa, makaveli-ს მკვლელი გაუმხელელი
გამომძიებელს ჭირდება პრემია ნობელი
ყველა ჩინს, ოქროს, მედალს თუ ჯინს
ვამჯობინებ fugee-ის დატვირთულ ხურჯინს
სადაც ინახება ისტორია თუ არ გყოფნის
ჯანდაბამდე გზა გქონია ან უსმინე onyx-ს

[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ, სნეირი, ბასი
90-იანების შვილი
მაღალი კლასი
[bridge: mush one]
სადაც ვინილების ერთ წრეს მეორე მოსდევს
გირჩევნია დამშვიდდე, უსმინე mos def-ს
doug e. fresh ზემოქმედების ქვეშ
რომელსაც პირიდან ამოსული ბიტი ჰქვია
და მეც ბევრჯერ მითქვია – ჰიპ ჰოპი არის ტყვია
რაც უპირისპირდება ყველას დაღი ატყვია
რაც წარსულმა ვერ თქვა, მომავლები იტყვიან
ვერავინ დაიჩივლებს, დრო ორად გაუყვია

[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ სნეირი ბასი
90-იანების შვილი
მაღალი კლასი

letras aleatórias

MAIS ACESSADOS

Loading...