letras.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

letra de sex - irakli charkviani

Loading...

[chorus]
შორს ისევ ისე შორს
დაუვიწყარ დროს
დავუბრუნდეთ ნეტა
თოვს, ისე ჩუმად თოვს
სიყვარულზე შორს
მიაქვს წლებს ეს სევდა

გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი
და გამაგონე, შენი ნაზი ხმა
მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკი
და ის რომ წითლად შეიღებე თმა

[verse]
გრძელდება ჩვენი ძველი სკამეზე ჯდომა
და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს
მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი
რომელიც ისევ გადაირჩენს თავს

მე მჯერა მხოლოდ შენი მშვიდი ტონის
და ვიცი ისევ მოგენდობი ბრმად
შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის რომ მაიმუნები ვართ
მე ჩემო კარგო სწორად მესმის შენი
და ვიცი როგორ შეიცვალა დრო
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო

მე მჯერა შენი დიდი მკერდის ზომის
და ვიცი როგორ მოვეფერო მას
შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის
და ჩვენ ამ ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს
თქვის სექსი, სექსი

[chorus]
შორს ისევ ისე შორს
დაუვიწყარ დროს
დავუბრუნდეთ ნეტა
თოვს, ისე ჩუმად თოვს
სიყვარულზე შორს
მიაქვს წლებს ეს სევდა

[outro]
ზღვას ნუ გადაცურავ ზღვას
ერთ მშვენიერ წამს
გადავცუროთ ერთად!

letras aleatórias

MAIS ACESSADOS

Loading...