letras.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

letra de sad xar? - fula

Loading...

მე არ ვარ არტისტი, არც ლირიცისტი, მაქვს ნიჭი,-
ვიყო ვინც მინდა, გადავდგა ყველა ნაბიჯი
ვინცობ გეტოში ბიჭებს,- მე თვითონ გეტოდან ბიჭი
ვერავინ ვერაფერს მირჩევს, ვარ ჩემი საქმის დავინჩი

გარედან არაფერს ვიმჩნევ, სადღაც შიგნიდან ვიწვი
საზღვარს გადავაბიჯე და აღარაფერი ვიცი
აღარც წარსულის ელვა, აღარც მომავლის შიში
ნახე, ყველა პრობლემას შენს თვალწინ ვუთხარი პირში

რომ მე სულ სხვა ვარ, რომ მე სუფთა ვარ
და როცა არ მომეწონება სულ წავალ
ანუ სულ წავალ, ანუ სულ ვივლი
ამის მე ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი
ვერაფერმა ვერ მომიკლა ღამით წყურვილი
შენც გირეკავდი, შენგან იყო დუმილი
მერე მოვიგონე მიზეზები სხვდასხვა
მერე გაიბრწყინეს იდეებმა გზადაგზა

სად ხარ, სად ხარ, სად არ გეძებე სად
სად ხარ, სად ხარ, იქნებ მე არ ვარ მზად
სად ხარ, სად ხარ, სად არ გეძებე სად
სად ხარ, სად ხარ, ნუთუ მე არ ვარ მზად. (2x)

fula – სულ ფხიზელი ექსპერიმენტებს ატარებს
მე თუ დამეძინება, ვინ მიხედავს პატარებს?!
მეცინება, როცა, ვიღაც სხვა რეპერს მადარებს
და ვერ იმას ვხდები რა დატვირთვას ატარებს

ეს შედარება, თავში ეჭვი არ მეპარება
ვარ უკარება ანუ არ მიწევს რკინის ტარება
მე ის გენი ვარ რომ მოისროლეს ცივმა ქარებმა
დიოგენე ვარ და ალექსანდრე მზეს ეფარება

ყველა სადღაც გარბის, მარტო მე ვარ აუჩქარებლად
მთელი სამყარო კვლავ მეჩვენება დაუჯერებლად
არის აზრი და ის ამბობს, მიდი დაუჯერე მათ
არის აზრი მეორე და დაქრის გაუჩერებლად…
აზრი მესამე იცლება და ვერ გავუჩერე -blood
აზრი ყოველთვის იცვლება და თან აუცილებლად
არც ერთი ოცნება არ დარჩა ჩემი აუსრულებლად
და მეც ვვოცნებობ, ვვოცნებობ ისევ დაუსრულებლად…

თუმცა, ვიცი, სადღაც არსებობ და სულ მიხარია
ყველა დღე და ყველა ღამე მაინც საოცარია
ერთი შეხვედვით ეს ბილიკები გაუვალია
და მაინც აქედან გასვლა უფრო გარდაუვალია…

ანუ გესმის? ვმოძრაობ სულ უპირობოდ წინ
ვინ შემიყვარებდა შენს გარდა მე უპირობოდ, ვინ?
ჩემი აზრით ვერავინ, ჩემი აზრით არავინ
ისევ გასუქდა ჯინი და მეც გავხდი-aladdin

სად ხარ, სად ხარ, სად არ გეძებე სად
სად ხარ, სად ხარ, იქნებ მე არ ვარ მზად
სად ხარ, სად ხარ, სად არ გეძებე სად
სად ხარ, სად ხარ, ნუთუ მე არ ვარ მზად. (2x)

letras aleatórias

MAIS ACESSADOS

Loading...