letra de aivani - vodka vtraiom
მე არა მაქვს აივანი
არც სახლი მაქვს არც კარი
ფაქტობრივად არ ვარსებობ
ფაქტობრივად ვარ მკვდარი
აზრს ვერ ვხედავ ვერაფერში
ირგვლივ ყველა ყალბია
და არაფერზე არ ვდარდობ
ყველაფერი თარსია
სიცოცხლეზე მე არ ვდარდობ
და სიკვდილზე საერთოდ
მე ყველაფერს ვეთანხმები ოღონდაც თქვენ გაერთოდ
თქვენნაირი მე არა ვარ
და არც მინდა რომ ვიყო
თქვენ თუ ვერაფერს ვერ ხვდებით
აბა მე რაღა გიყოთ
მე არავის არ ვჭირდები
და არავინ არ მეძებს
ჩუმად ვზივარ ვაკვირდები
ჩემს უკვალო ნაბიჯებს
მე არავის აღარ ვეძებ
აღარავინ არ მინდა
ხვალ მე ისევ დამცინებენ
მივეჩვიე ავიტან
ერთმანეთი გეზიზღებათ
წმინდა არაფერი გაქვთ
ღირსება არ გაგაჩნიათ
ყველა მიყლევებიხართ
თქვენგან ისევ დავიღალე
სად წავიდე არ ვიცი
ყველა კისერზე მკიდიხართ
აი ეს ზუსტად ვიცი
მე არავის არ ვჭირდები
და არავინ არ მეძებს
ჩუმად ვზივარ ვაკვირდები
ჩემს უკვალო ნაბიჯებს
მე არავის აღარ ვეძებ
აღარავინ არ მინდა
ხვალ მე ისევ დამცინებენ
არაუშავს ავიტან
letras aleatórias
- letra de максимально всратый тип (mvt) - booker
- letra de isolation - varsity (band)
- letra de lullaby - zach seals
- letra de take it aural - goathanger
- letra de [outro] halloween - t.i.s
- letra de new york snow - looper
- letra de step aside for the man - scissor sisters
- letra de una parola, una promessa - armata del tronto
- letra de un paso - teenangels
- letra de farmer's daughter - the kentucky headhunters