letra de qalo (women) - trio mandili
Loading...
რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული
ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს
ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული
ქალავ როსღა გამაჩნდების სამზიანოს?
კარგი ქალო, ნუ ხარ ასე უკარება
მერე რა რო ხევსური ხარ და მთის შვილი
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს ქალო
ვერ გაბედავს მადევრობას კაცვიშვილი!
რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს
ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ
თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს
რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი
ბუხრის პირას ბალღისთვის, რომ წინდას ქსოვდე
რად არ გინდა ჭიუხები შენისლული
შავ დალალზე თეთრი თოვლი, რომ გათოვდეს
რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი
ვაჰმე, თუ ვერ დაგიჩემე თმაზიანო
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს
letras aleatórias
- letra de cigarettes (solo version) - rozei
- letra de funkill - cory lee
- letra de entry2 - trabint
- letra de been in love - king tez
- letra de 36℃ (sanjurokudo) - 斉藤朱夏 (shuka saito)
- letra de where i wanna be - damara melissa
- letra de girlfriends - young x
- letra de dream - antiboy
- letra de another day - wave parker
- letra de home freestyle 2 - shaarps