letras.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

letra de 27 - sf-x

Loading...

[hook]
თურმე თავი ჩემი
სურდა მართლაც გამოეცადა
და გამომეცხადა თითქოს
და თქვა მან:
“სინანულის გამო, მიტევების
სიყვარულის გამო
რომც ეწამო, არ შეგეშინდეს
ჩემი გზებით წამო
27-ე წელს 27-ეს
შენი თავის მეტი
არავისი არ შეგეშინდეს
27-ე წელს 27-ეს
დღეიდან თუ ივლი
ჩემი გზებით
დავივიწყებ გუშინდელს!
…მამშვიდებს”

[verse]
დათქვა დრო
და თქვა მან:
“დადგა დრო
ედემი ადამ!
ადამიანადვე ადგე
უნდა დღეიდან
დაცემული ადამი
რომ აღადგინო თან…
შენ იქნები სუფთა
ლაღი, როგორც
ჩემი ძე
სანამ გერქმევა ბავშვი
სანამ გაგაღვიძებენ
მერე იგრძნობ გულიანად
ვეღარ იცინი
როგორც იცოდი
და ისე იქცევი
როგორც, იქცევიან ისინი
და შენც გადაიქცევი
უბიწო, ბილწად
როგორც მაშინდელი ედემი
დღევანდელ დედამიწად
მერე შენც ვეღარ დაეტევი
ეს სცენა მაქვს ნანახი ადრეც
შენ ისევ ჩემამდე
ბაბილონს აშენებ
მე ისევ ბაბილონს ვანგრევ!
ისინი შეგატანინებენ ჩემში ეჭვს
როცა იგრძნობ ნიჭს
და ვეღარ იგრძნობ ღმერთს (მერე)
მერე ჩემს გარეშე ყოფნასაც
აქ შენ აირჩევ
მე თავისუფალი ნება მოგანიჭე!
როგორც ჩემს ყველა ძეს
მასაც ვუბოძებ თავის ძალას
და ის აღმოაჩენს
ან თავის თავშივე დამალავს
მაგრამ ძალა სწორედ
მაშინ ეკარგება ტალანტს
თუ ეს ყოველივე
მხოლოდ თავის თავს
თუ მოახმარა მანაც!
ერთადერთი მას რაც ვთხოვე
დღემდე ამას ვთხოვ
ერთადერთობას თავს
თუ აუკრძალავს!
მე როცა შენზე ვზრუნავ
შენ ისევ ჩემს ხატს ბზარავ
ამას შენ მიხვდები მაშინ
შენც რომ გახდები – მამა
და 27-ე წელს ვწერ ჩემს ძეს
იმ იმედით რომ გამიხსენებს
მან გადახედოს და დააკვირდეს
ჩემი წიგნის 27-ე გვერდს…”
და თქვა:
“დღეიდან ახალი აღთქმა ქვია
თავი 27 – რომ ჩამოკრა ჟამს
ვინც სიყვარულმა ვერ შეიპყრო
სიყვარული შეუპყრიათ
ღვთის დიდი შვილი
მაგრამ გულში მამა!
თავი 27 – შვილი
მამა – მშვიდი
კაცი – კაცმა
მოაწყო ჯვარცმა
მან არაფერი არ ინანა
არც მაშინ უარმყო
ჟამი რომ დადგა
ის ჩემთვის ეწამა
და ჩემი ნებითვე აღდგა!
არა, მე შენ არ გთხოვ
შემეწირო როგორც მესია
მაგრამ რომ მონახო რამე მისია
– საკმარისია
მიდი გადახედე უმჯობესია
აქამდე რა დათესე
თუ მოხვედი წუთისოფლად
იზრუნე სოფელზე!
თავი კი არ მომაწონო
ან ვირაცას რამე რომ უჩვენო
მინდა რომ აწონ-დაწონო
თორე მეცოდები უჩემოდ!
აქამდე ამდენ გამოცდას
რომ გეგონა
ვერ გამოცდებოდი
მე გავოცდი არ მეგონა
შენი თავით რომ გაოცდებოდი!
გხედავდი შენც 27 წელი
როგოეც ევას
და კმაყოფილი სახით
დაკმაყოფილებულ ყველა ვნებას
გხედავდი შენც 27 წელი
როგოეც ევას
და კმაყოფილი სახით
დაკმაყოფილებულ ყველა ვნებას
გხედავდი შენც 27 წელი
გზა არის ორი
ან იყო მარტო
ანდა ვიყოთ ისევ ორი
გზა ეკლიანი
მაგრამ გზაა სწორი!
მართლაც მემენტო მორი
მართლაც ვერ გიშველი
შენი გზაა შორი!
გადაირჩინე თავი ადამ!
იქნებ რჩევას დაუჯერო
არა მე შენ ძალას არ გატან
უბრალოდ მებრალები უჩემოდ
შეახსენე მრწამსი
გადარჩენილებს
შანსი – ადამიანად დარჩენილებს!
შენ გქონდა ყველა უნარი და
ძალა, რათა არასდროს
დაგვიწყებოდა მოსული
ხარ ჩემს ხატად
და რომ აღგედგინა
დაცემული
ადამი, ადამ!
დღეს კი გიყურებ
და რითი განსხვავდები
მათგან…”

[hook]
თურმე თავი ჩემი
სურდა მართლაც გამოეცადა
და გამომეცხადა თითქოს
და თქვა მან:
“სინანულის გამო, მიტევების
სიყვარულის გამო
რომც ეწამო, არ შეგეშინდეს
ჩემი გზებით წამო
27-ე წელს 27-ეს
შენი თავის მეტი
არავისი არ შეგეშინდეს
27-ე წელს 27-ეს
დღეიდან თუ ივლი
ჩემი გზებით
დავივიწყებ გუშინდელს!
…მამშვიდებს”

letras aleatórias

MAIS ACESSADOS

Loading...