letra de ბუ - ფრთებით მოდის - owl
[intro/შესავალი]
სტიქიური ცვლილელებები მოაქვს ტალღას ბუს ფრთებით მოდის
ეს უზღვავი ენერგია აიტაცე სანამ გაქრება
ერთად დავდგეთ და გარემო შევცვალოთ გითხარი როდის
გათვლილია ნაბიჯები მელანი ისტორიას რჩება
[chorus/მისამღერი]
სტიქიური ცვლილელებები მოაქვს ტალღას ბუს ფრთებით მოდის
ეს უზღვავი ენერგია აიტაცე სანამ გაქრება
ერთად დავდგეთ და გარემო შევცვალოთ გითხარი როდის
გათვლილია ნაბიჯები მელანი ისტორიას რჩებაა
[verse/კუპლეტი 1]
ამმდენ სევდის მომზირალი მთვარე წელში დაიხარა
სპირტინებს მიეძალა მიავიწყდა და ის ხანა
მისი მისვლით რომ ხარობდა ცეილონის ჩაი ხანა
წამო მითხარ ცინიკურად დრომ რატომ ჩაიხარხარა
მიე ძალა მაშინ როცა სისხლიანი დანას ვნება
კაცი მიწამ შეიწოვა ზეცამ იგრნო დანანება
იქ ეშმაკმა გაიმარჯვა უფლის იყო განა ნება
შავ სუდარით გარდამოსა მთვარემ თეთრი დაღამება
მეორე ხმას ვიტყვი ძმაო და მომეცი შენ მე ბანი
ათასობით ჩამწკრივდება მოსასმენად მერე ფანი
ხელოვნური მექანიზმის შორით გადადენე ფრანი
ბუ მოფრინდა გაატარე გააკეთეთ დერეფან
შემოქმედი უფულობით თავის ნიჭის ტუსაღია
დოლარების აბაზანებს პატრონები ტლუს აღვრიან
წიწამურთან წამში კლავენ აზროვნება თუ საღია
ეს ქვეყანა ლაბირინთულ მწვავე ჩიხთა ყრუ ბაღია
წრფელი გრძნობით მამრობითმა შეიყნოსა როცა ქალი
ნიადაგში ჩაისახა გენეტიკის მოსავალი
ტყეში გვარმა გააგრძელოს ბუს მანძილი რომ სავალი
პარტიზანმა რაც წაართვა გაუსტუმროს დროსა ვალი
[chorus/მისამღერი]
სტიქიური ცვლილელებები მოაქვს ტალღას ბუს ფრთებით მოდის
ეს უზღვავი ენერგია აიტაცე სანამ გაქრება
ერთად დავდგეთ და გარემო შევცვალოთ გითხარი როდის
გათვლილია ნაბიჯები მელანი ისტორიას რჩება
სტიქიური ცვლილელებები მოაქვს ტალღას ბუს ფრთებით მოდის
ეს უზღვავი ენერგია აიტაცე სანამ გაქრება
ერთად დავდგეთ და გარემო შევცვალოთ გითხარი როდის
გათვლილია ნაბიჯები მელანი ისტორიას რჩება
[verse/კუპლეტი 2]
შობიდანვე მომახვიეს მთელ სხეულზე ეკალბარდი
ჩეგევარას ქუჩაზე ვარ წუხელ იქით გადავბარგდი
ჩამპალ სიკვდილს მირჩევნია არსებობის ხანა ნაღდი
მე სივრცე უნდა შევცვალო შენ კი გააგორე ნარდი
არემარე დაემსგავსა ტრაგიკომედიურ კინოს
თუ არ გჯერა ნომერს მოგცემ დაურეკე ტარანტინოს
თანაგრძნობის ცრემლით იქნებ იმან მაინც აგატიროს
მოლბერტიც კი წითელია სისხლები დის ყველა ტილოს
თუ ვინმე დააკაკუნებს კარებია ჩემი ღია
თუ მეძინოს ესეიგი ტვინი ფიქრით გადამღლია
დროც ბაღში იმალება თქვა – გადამარჩენსო ეს ია
პოეზია პოეზია პოეზია პოეზია
ჯალათ გოლგოთამდე ვია დოლოროს გზაა მწარე
თქვა უფალო არ იციან უმეცრები შეიწყალე
ორმოცი დღე იმარხულა რომ ჩვენ სულმა იგრძნოს მთვარე
მეც ოცი დღე ვიშიმშილე მზეს ნახევრად ვეზიარე
ამის მერე გადავწყვიტე სულ ვმოძრაობ აღარ ვწვები
ვეღარავინ დააბრუნებს დაკაგული რაც გვაქვს წლები
კალამი სულ ხელში მაქვს და მშიერ ფურცლებს ვეღარ ვწყდები
მომავალო ბედს შენ განდობ ვნახოთ როგორ გადაწყდები
[chorus/მისამღერი]
სტიქიური ცვლილებები მოაქვს ტალღას ბუს ფრთებით
მოდის ზვავი ენერგია აიტაცე სანამ გაქრე-ება
ერთად დავდგეთ და გარემო შევცვალოთ
გითხარი რომ, გათვლილია ნაბიჯები მელანი ისტორია რჩება

გითხარი რომ, გათვლილია ნაბიჯები მელანი ისტორია
letras aleatórias
- letra de za divno čudo - jelena tomašević
- letra de taara avita - lonitseera
- letra de one more chance - omri
- letra de без завитушек (no curls) - полумягкие (polumyagkie)
- letra de totentanz - carl friedrich zelter
- letra de jóias do bairro - leall
- letra de skuchno - hxvvxn & exiled
- letra de spiral of love - destiny rogers
- letra de boutta bag - steeezy
- letra de etern4l - buddh4