letras.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

letra de ერთი სიტყვით / erti sityvit - jeronimo

Loading...

[verse 1: jeronimo]
ერთი სიტყვით, რამოდენიმე გაგებით
არ ვითხოვ შენგან ლაიქს, შემოვიფარგლები თაგებით
ვარწვევ თემას, როგორც აკვანს არტახებით
და ვზრდი მასში მოვლენას შვილივით სუფთა სახელით
და თუ შენ გინდა ისევ მე შემომედავო
მაშინ ასე არ გამოვა – ჩამოქვეითდი, მხედარო
მიწა სწორია, კაცურად გავთანაბრდებით
და არ მოვალ მარტო – გააფრთხილე ამხანაგები
ვიღაც ხელაღებით არღვევს წესებს და სხვისი სახელით
გზას ეძებს, თავად ვარ მნახველი
ამ ყველაფრის, თუმცა ვერ ვქენი ვერაფერი
ანდა რა უნდა მექნა, მე ამ ყველაფერთან რა ხელი
მაქვს. ვალაგებ ჩემით ბარგს, ვჭრი საკუთარ თარგს
ვითვლი ჩემივე მარცხს, ვდებ უზუსტეს ფაქტს
ვებრძვი ეჭვებს, ზომიერად გაწვდი ლირიკულ სკეტჩებს
ვადებ ბეჭედს, სიტყვას წყალი არ გასდის
მე ვინარჩუნებ ამ სტილს, თუ ვინმე მაცდის
არ ჩავწერ არც დისს, თუ ვინმე არ მცდის
ვისაც არ უნდა გაიგოს გემო მარცხის

[chorus: jeronimo]
ვაკეთებ ისე, როგორც ეკადრება სტილს
როგორც მეკადრება მე, როგორც დედისერთა შვილს
დღემდე ფეხზე ვარ და არ ვაპირებ ძილს
mc 32 წლის
ვაკეთებ ისე, როგორც ეკადრება სტილს
როგორც მეკადრება მე, როგორც დედისერთა შვილს
დღემდე ფეხზე ვარ და არ ვაპირებ ძილს
mc 32 წლის

[verse 2: jeronimo]
ბავშვობაში ხშირად ვოცნებობდი ძილის წინ
მიყვარს ოცნება, მაგრამ მაბერებს ივლისი
ვიღვიძებ და ვრჩები მარტო პირისპირ
ბეტონის კედლებს მიღმა – მე და თბილისი
თუ ვინმეს სცივა, ცეცხლი ერთად დავანათოთ
მოემზადე ჩემო დედაქალაქო!
მე არ ვანგრევ, უნდა დავალაგო
საქმეს გავაკეთებ და სხვებმა კი ილაპარაკონ
ჩემი სიმღერა უკვე დისია შენთვის
მე არა – ჩემი ლირიკა გებრძვის
თუ გინდა თქვი, რომ რეპში ჩემზე მეტი გესმის
მაგრამ ავტორი ვარ უკეთესი ლექსის
შენზე, ჟურნალის პირველ გვერდზე
ნუ მეძებ, აქ ვარ, თუ მოინდომებ, შეძლებ
მიპოვი და დროზე იმოქმედე ტემპში
გაიკითხე მეგობრებში
რეპერებო, არ გვინდა დავა
მშვიდად, იცვლება ჰავა
ვიწყებთ სხვა ეტაპიდან
ბევრი წავა, დარჩება ციდა
ვემშვიდობები ზოგიერთს – ვინც აქამდე ქმნიდა

[chorus: jeronimo]
ვაკეთებ ისე, როგორც ეკადრება სტილს
როგორც მეკადრება მე, როგორც დედისერთა შვილს
დღემდე ფეხზე ვარ და არ ვაპირებ ძილს
mc 32 წლის
ვაკეთებ ისე, როგორც ეკადრება სტილს
როგორც მეკადრება მე, როგორც დედისერთა შვილს
დღემდე ფეხზე ვარ და არ ვაპირებ ძილს
mc 32 წლის

[outro: jeronimo]
როგორც ეკადრება სტილს
როგორც
როგორც დედისერთა შვილს
მე არ ვაპირებ ძილს
mc 32 წლის

letras aleatórias

MAIS ACESSADOS

Loading...