letra de unbowed (blood of colchis) - iahsari
გაგიჟდა თერგი, არაგვი მორბის
დაუშვებს უშბა სიბრაზის ზვავს
შავი ზღვა ღელავს ვით სისხლი კოლხის
ივერის დაცვის სურვილი კლავს
მეომართ სულისკვეთება ბრძოლის
მოგების ჟინით აღვსილნი ვართ
სამშობლოს ჩვენსას არვის დავუთმობთ
და გავიმარჯვებთ ჩვენ ამის გვწამს
ვერ ეღირსება ვერასდროს მტერი
ჩვენსას მშობლიუს მიწას და ცას
ძვირფასს ჩვენს წარსულს მუდამ დავიცავთ
და გავიმარჯვებთ ჩვენ ამის გვწამს
და როს გაბრიყვდეს ურჯულო მტერი
ურიცხვი ურდო მოგვადგეს კარს
აბჯარს აისხამს მამაცი ერი
ბერები გერგეთს დარეკენ ზარს
ცისკენ აღვმართავთ ხუთჯვრიან დროშას
ერთხმად წარმოვთქვამთ საომარ ლექსს
ბრძოლის წინ მედგრად შევძახებთ ვაშას
ხმას გავაგონებთ არხოტის მთებს
თუ არ დაოკდა მტარვალი ბრიყვი
ქართული მკლავი მოიქნევს ხმალს
თუმცა მეტია ბოროტთა რიცხვი
მეტოქის ტირილს გავატანთ ქარს
და ორ ზღვას შორის ცისკრის ვარსკვლავი გაბრწყინდება
შემუსრავს ბოროტ საქართველო აღორძინდება
letras aleatórias
- letra de hole in your heart - brighter than a thousand suns
- letra de still i will love - shaina taub
- letra de in the wind - emanuel thesinger
- letra de glad i deg - philip emilio
- letra de 7uck mainstream! - san cha
- letra de misunderstood - dram
- letra de flaw - fedel
- letra de good riddance - wednesday 13
- letra de cia killed me - madman & tempoxso
- letra de muftuk - taskforce