letras.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

letra de wavedi me - fula

Loading...

მითხარი, შენი თვალებიდან ზეცა რა ფერია
მითხარი კადრში რამდენი ღრუბელი დაგიჭერია
დახიე ყველაფერი რაც აქამდე დაგიწერია
მე მინდა იმღერო ის რაც აქამდე არ გიმღერია
არ გაიმეორო თუთიყუშივით ის რაც ჩემია
ის რაც ჩემია შენთვის უცხო და მისაჩვევია
მე უკვე ნანახი მაქვს ამ სიყალბის ყველა სერია
სახელმწიფო “drug”-ებს ყიდის , ის ნარკოდილერია
ის რაც დასაშვებია ჯერ ისევ გასარჩევია
მე ვამბობ გასაშვებია , შენ ამბობ დასაჭერია
რუსთაველის გამზირი ისევ გადასაკეტია
იარაღი ჩვენი სიტყვაა მათი ხელკეტია
მიდით ჭამეთ , ჭამეთ ეს ტყუილები დაუსრულებლად
სადმე გამოსავალი ხომ არ გეგულებათ?
უნამუსოდ ითხოვთ იმას რაც არ გერგებათ
რა უცებ გადაქცეულან ფანები კონკურენტებად

მე ვსვავდი კითხვებს და ვითვლიდი ხმებს
დავატარებდი რითმებს და ვატარებდი ცდებს
გავატარებდი თქვენთან არცერთივე დღეს
ხოდა წავედი მე ,გირჩევ წახვიდე შენც! x2

არაფერს ისეთს მე არ ვამბობ ,გესმის ?!
და თუ ვამბობ ეს იმას ნიშნავს, რომ მეთქმის
მიზეზი მე ვარ ამ კულტურის გულის ფეთქვის
ის არ არსებობს , არ ეცადო აქ მოძებნა რეცეპტის!
მერამდენედ დაეჯახა ქარი კედელს
ვერ გამოვდივარ…კარი გარედან ჩამიკეტეს
ჩაკეტილი ისეთ ტრეკს დაგიდებ დამიდებ ბექს
და რაზე უნდა ვეკამათო ამ ჩემს დამრიგებელს
მე ყოველთვის მქონდა სკოლაში ჩემივე სკოლა
ჩემზე მაღალი იყო ,მაგრამ მე ვერ დამეტოლა
მაინც მაგარი იყო შორიდან ხვლიკების რბოლა , და ქიმიამ ისევ საშემოდგომო გამომაყოლა !
ჩათვალე მე ვარ შენ , დობილო თუ ძმობილო
თუ თვალებში სევდას შემამჩნევ ეს არ მაგრძნობინო
მერამდენე ზამთარი უნდა გადავაკარტოფილო
და მერე უკვირთ რატომ ვარ ყოველთვის უკმაყოფილო
მართლა კი არა , მე უმეტესად კმაყოფილი ვარ
მე ხომ , არცისე ცუდი ძმა და სანდო შვილი ვარ
მე ვარ კარგად ,გიყურებ და ნერვებს აყოლილი ხარ
და ისე დაიკარგე უკვე ძნელად საპოვნელი ხარ
ჟანგივით მოდებულია 2pac-ი ჩემს ტვინში
მაღვიძებს ძილში,არა , არა , თავი მგონია სიზმარში თუ ფილმში
უფრო რაღაც horror-ს გავს განა მერვე მილში !
ვგრძნობ დანაკლის, აგვიკრძალეს კანაფის თესვა, ნეტავ სად არის ახლა ჩემი მწვანე პრინცესა
ყველაფრით გადაღლილმა სადღაც წასვლა მოიმიზეზა
არ იკითხო სად წავიდა დაითესა :3
ისეთი სიმართლე ვარ ხედავ წყალი არ გამდის
აღარ დარჩა დრო ფუჭად ყოფნის და დარდის
მირჩევნია მოძრაობა ნაცვლად დაზადვნის
არ ვიცი თამაში არც ნარდის და არც კარტის!

მე ვსვავდი კითხვებს და ვითვლიდი ხმებს
დავატარებდი რითმებს და ვატარებდი ცდებს
გავატარებდი თქვენთან არცერთივე დღეს
ხოდა წავედი მე ,გირჩევ წახვიდე შენც!

letras aleatórias

MAIS ACESSADOS

Loading...