
letra de fula - "sweet love" - fula
ვდგავ ნაბიჯს ისე თითქოს დედამიწას ვთელავ ფეხქვეშ
თუმცა მთელ ამ ილუზიას მინუსი აქვს ჭერქვეშ
როდის დავეხსნები ამ შენობას, ღამეს პირქუშს
მელის პრინცესა სასახლეში, ვტოვებ ამ ჯიხურს…
სახეს ცინიკურს ვიღებ და ოდნავადაც არ ვღელავ
ბოლო დროს სულ აღარ მიღებ, ამიტომ შენს ცაზე ველავ
წამებს წუთებში ვწელავ, სანამ შენ ნუგეშს მიცელავ
თვალის გუგებში ფართომ და გულში ნუგეშისცემამ –
ვერ გამართო უშენობისას აქ ვერცერთმა სცენამ
ვისკის ბოთლების ცვენამ, ფიქრის ბოდვების ფრენამ
ნეტავ რა გესმის შენ ამ მონოლოგიდან
სმენამ არ გიღალატოს არ დამტოვო, არ გატკინოს ტკენამ…
მეც ხომ ადამიანი ვარ, ნაღდად ადამიანი
შენ რომ დარჩი სახტად, მე მაგ დროს სად არ ვიარე
შენ რომ დარჩი სახლში, მე მაინც გამოგიარე
ნუ ხარ პანიკაში, არ თქვა რომ არ მოგიარე…
ნეტა ვიცოდე რას განიცდი
ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ
ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე … (2x)
მნახე საიდან სად
ჩემით რომ გახდი ავად
მომსწრე გახლდი თავად
ვერაფერს დამიმალავ…
“love is love … love is love … love ”
შენ მე გზას მიკვალავ
ამ გზას მოვყვები კვლავ
ამბად მოვყვები ხვალ…
რამდენ რამეს ჩვენზე მოვყვები და რეებს ხომ ხვდები
მაშინ გადაგეხვევი როცა შენ ამიმბოხდები
სწორედ ამიტომ, ფეხქვეშ უნდა გავიგო გზები
რომ გავიგო როგორ ხარ, რას ფიქრობ და სად იმყოფები…
დიახ, მე მინდა ფრენა, მე ყველაფერს ვეცდები
მზად ვარ ვესესხო ეშმაკს ფული, ანგელოზებს ფრთები
გაიგებ ახლოს იმას რასაც შორიდან ვერ ხვდები
ვიქნებით პირისპირ, ვეღარ დამიპირისპირდები
გპირდები… მე… სულ მე, სულ მე ვიქნები ..
გჭირდები… და თურმე სულ გესიზმრები
ათასერთჯერ აგიხსნი ათასჯერ თუ ვერ მიხვდები
არა მართლა არ ვიცი ოდესმე თუ მეღირსები…
ნეტა ვიცოდე რას განიცდი
ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ
ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე … (2x)
cappy
letras aleatórias
- letra de le triangle des bermudes - n.a.p.
- letra de tod vom chline maa - eldorado fm
- letra de unity asunder - from sorrow to serenity
- letra de wind, but - lemix j. buckley
- letra de paperwork valentine - tiffi
- letra de for what it’s worth - monalisa twins
- letra de honky tonk stardust cowboy - jonathan edwards
- letra de can't replace - wyeben
- letra de hectic - lil $eb
- letra de rekah - brisia jodie