
letra de galaktioni - charlie
მისამღერი:
ალბათ მართალია რომ ყველა ნამდვილი პოეტი
არ იყო მარიონეტი ეს სევდიანი სონეტი
ეძღვნება ყველა მელექსეს ვინც ვერ იყიდეს მონეტით
არ მოიხიბლა ქონებით და საღი დარჩა გონებით
პირველი შესვლა:
მე მიყვარს გალაკტიონი შავი ზღვა კავკასიონი
ჩვენი სამება სიონი სიწმინდის მედალიონი
ვით სიმართლის ლეგიონი ბნელ ღამეში ლამპიონი
არ მინდა მე მილიონი მე მინდა გალაკტიონი
მე შევიყვარე ტერენტი ეს გზა მემენტო მორია
და ვაღიარებ მის შემდეგ მისი მსგავსი არ გვყოლია
სწორია მისი ლექსები რომ უკვდავების ტოლია
პოეტისათვის ლექსები: სატრფო მიჯნური ცოლია
მე მიყვარს ბარათაშვილი ის იყო სული ობოლი
ის პოეზიის პრინცია ეს ასე არის ნამდვილად
ენები არ აგვერევა ძირს ბაბილონის გოდოლი
ლექსები უკვდავებაა ლექსებს უხდება გარითმვა
გარეთ ვარ ისმის ქალის ხმა ისევ ისეთი ქარიზმა
აქ არსებობს მცდარი გზა უნდა მიგვიღოს პარიზმა
აქ ისევ ის ხმა გაისმა სითბო გვაჩუქა მაისმა
ბევრი კითხვები დაისვა პასუხებს გაგცემთ გაისად
მისამღერი:
ალბათ მართალია რომ ყველა ნამდვილი პოეტი
არ იყო მარიონეტი ეს სევდიანი სონეტი
ეძღვნება ყველა მელექსეს ვინც ვერ იყიდეს მონეტით
არ მოიხიბლა ქონებით და საღი დარჩა გონებით
მეორე შესვლა:
და შენ თუ იცი მურმანი, თუ ხარ ლექსების გურმანი
ლებანიძეზე ცუდი ჯერ ხომ არ უთქვია არავის
მისი ლექსები ისეთი როგორც მოქმედი ვულკანი
მეგობრები და მინდორი, ტბასთან გაშლილი კარავი
მე ოცნებები მიტევენ და მახსოვს ადამიანი
ვინც შემაყვარა ლექსები და ლადო ასათიანი
ის იყო ბიჭი კეთილი,გულღია სამართლიანი
მოსიყვარულე ერთგული და მუდამ თავაზიანი
ნეტავ სახლში თუ იციან რომ მე ვკითხულობ ტიციანს
მისი ლექსები არავის არ მიაკარებს ცივ ნიავს
ყველა სულდგმულს ხომ თავისთვის უნიკალური ჰიმნი აქვს
მე კიდევ ვიზეპირებდი გალაკტიონს და ტიციანს
კიდევ რამდენი გამომრჩა რამდენის სახელს ელოდი
ცისფერყანწელთა ლაშქარი გვირგვინოსნების ელიტა
ვაჟა ფშაველა მთის მეფე მის ლექსებს გულში ვმღეროდი
ყველანი მაინც მოვდივართ დიდებულ რუსთაველიდან
მისამღერი:
ალბათ მართალია რომ ყველა ნამდვილი პოეტი
არ იყო მარიონეტი ეს სევდიანი სონეტი
ეძღვნება ყველა მელექსეს ვინც ვერ იყიდეს მონეტით
არ მოიხიბლა ქონებით და საღი დარჩა გონებით
letras aleatórias
- letra de we did it big - t.i. & john legend
- letra de hörst du wie mein herz schlägt - stahlmann
- letra de hot - xxxmenes
- letra de life is strange - max little
- letra de raf - badboy berlin
- letra de gyalis #talkmyshit - vescure
- letra de hero - joey jones
- letra de swervin' - duckie mrpoetry
- letra de morty - lil saiah
- letra de hope - zaytoven