letra de ნახვამდის / nakhvamdis - ara (band)
(გემშვიდობებით
ძალიან დიდი მადლობა
ნახვამდის)
ჩემს ფიქრებს
აგერ თაროზე დავაწყობ და
შენს სიტყვებს
გვერდზე მივულაგებ
ჩემს აზრებს
თუკი გაიაზრებ
თვალებს, ხელებს
დაგიქნევ
ნახვამდის, მე აღარ მოვალ
და შენ მარტო დარჩები
ნახვამდის, გათავდა ბრძოლა
და შენც მალე გაქრები
(და აი, დადგა მომენტი, როდესაც უნდა დაგემშვიდობოთ
საწყენია, ჩვენც ვითრგუნებით მაგრამ ნუ, აა, რას ვიზამთ
გვაქვს ერთი-ორი კაი სიმღერა, რომელსაც შეგიძლიათ
მოუსმინოთ ხოლმე და გაგვიხსენოთ
ა, ეხლა მივხვდი, რომ რასაც ვლაპარაკობ
ყველაფერი ეწერება ეკრანზე! ძაან მაგარია!
ხო მაგარია? ხოდა ერთად ვიმღეროთ)
ნახვამდის, მე აღარ მოვალ
და შენ მარტო დარჩები
ნახვამდის, გათავდა ბრძოლა
და შენც მალე გაქრები x4
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით – ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
letras aleatórias
- letra de i try so hard - slowlights
- letra de secret - alice vicious
- letra de pticha - פתיחה - sagol 59 - סגול 59
- letra de all my hope (feat. tauren wells) - crowder
- letra de call me - daeg
- letra de 10.000 - nikitazolkin
- letra de bonaparte's retreat - pee wee king
- letra de i wanna be - cold hart
- letra de temp - jaé (male)
- letra de workie - busy signal